logo
ENG



"დღეს ვირჩევთ მომავალს" - ილია მეორემ ხმა მისცა

30 ოქტ 202115:56
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ილია მეორემ ხმა მისცა. მან ხმა გადასატანი ყუთის მეშვეობით საპატრიარქოში მისცა.

"დღეს ჩვენ ვლოცავთ საქართველოს, დღეს ვირჩევთ მომავალს. იმედით ვართ. ღმერთმა დალოცოს ქართველი ერი და საქართველო! იმედით ვუყურებთ მომავალს. დაგლოცოთ ღმერთმა!", - თქვა პატრიარქმა. 

საქართველოს 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. 

ცესკოს მონაცემებით, 15:00 საათისთვის თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა აქტივობამ 31,81% შეადგინა. პირველ ტურში აქტივობა იყო 33,18%. 

 


close დახურვა